უცხოეთი
ახალი სანქციების დაწესების გამო რუსეთი შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს წყვეტს

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ახალი სანქციების დაწესების გამო რუსეთი შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს წყვეტს. გაუქმდა მოლაპარაკებები, რომელიც ორივე ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს შორის 23 ივლისს უნდა გამართულიყო.

დიალოგი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ისახავდა მიზნად. სანქციების ახალი პაკეტი შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ორი დღის წინ დაუწესა, შავ სიაში 38 რუსული კომპანია და ორგანიზაცია მოხვდა.