აქტუალური
საქართველოში „მეექვსმილიონე ტურისტის“ შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა

    საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „2016 წელს ტურისტების შემოსვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მათმა რიცხვმა 6 400 000- მიაღწია. მეექვსმილიონე ტურისტის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა კომპანია Windfor’s-მა. პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით. მინდა, კომპანია Windfor’s- და მთელ საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და ტურიზმის ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ვიდეორგოლს აქვს ბევრი ნახვა და დარწმუნებული ვარ, კანის ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ ათჯერ მეტი ადამიანი ნახავს მას, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის“, - აღნიშნა პრემიერმა.