საზოგადოება
ტელეხიდი "ნაცების" მონაწილეობით

saaka-mishaa25 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამართავს ტელეხიდს "პრეზიდენტი გისმენთ".

დეტალების შესახებ განცხადებას პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე გააკეთებს.

"პრეზიდენტი გისმენთ" პირველად 2009 წლის 23 იანვარს, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის სტუდიაში შედგა. პრეზიდენტმა სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. მიხეილ სააკაშვილი ტელეფონის მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დასმულ შეკითხვებსაც პასუხობდა.

პროექტში სამი ნაციონალური ტელეარხი მონაწილეობდა. ორი წლის წინათ გამართული ტელეხიდის დროს პრეზიდენტს კითხვები ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმაც დაუსვეს.

კულუარული ინფორმაციით, 2009 წლის ტელეხიდის სტუმრები მთლიანად ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებით იყო დაკომპლექტებული. წლევანდელი გადაცემის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქინფორმის ჟურნალისტს ვერ უპასუხეს, თუ რა კრიტერიუმებით აარჩევენ ადამიანებს, რომლებიც სტუდიაში მოხვდებიან.