სამართალი
საქართველო 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რიცხვში დასახელდა

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ცნობილი კვლევითი პორტალის NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რიცხვში დასახელდა. კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსია 20.83, უსაფრთხოების ინდექსი - 79.17.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც,
მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით
ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ
ვითარებას აფასებს.

Numbeo-ს სტატისტიკას ხშირად იყენებენ ცნობილი საერთაშორისო
მედიასაშუალებები, მათ შორის, BBC, Time, Forbes, The Economist, Ney York
Times, The Telegraph, the Washington Post და ა.შ.