აქტუალური
პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით არის საკმაოდ საინტერესო - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადად ოპოზიციამ პატრიარქის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება არასწორად დაუკავშირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, რომელზეც მმართველი გუნდი მუშაობს.

„არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია და მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა დასჭირდეს ათწლეული, უფრო მეტი ან - ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.