აქტუალური
5%-იანი ბარიერის დაწევა პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს - წულუკიანი

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და გავიზიაროთ შენიშვნები - აცხადებს იუსტიციის მინისტრი. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ბარიერის დაწევა პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს:

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის ოპონენტების. იქნება ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიცია. მოვისმინოთ კრიტიკა პრეზიდენტისგან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და გავიზიაროთ ის შენიშვნები, რომლებსაც მივიჩნევთ, რომ ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის არის მისაღები შენიშვნები. ის, რომ მაგალითად, 5%-იანი ბარიერი დაიწევს, როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ამის მისაღებად მზად არის. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვევს პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.