საზოგადოება
ვირუსული ინფექციით კიდევ 11 პაციენტი დაინფიცირდა

gripi-copyწუხელ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვირუსული ინფექციით კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. კლინიკაში ამ ეტაპზე ვირუსული ინფექციით 70-მდე პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში მიყვანილ პაციენტთაგან „ღორის გრიპი“ ლაბორატორიულად მხოლოდ ოთხს დაუდასტურდა. პაციენტებიდან 7 ფეხმძიმეა. მათგან ორი, რომელთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. საავადმყოფოში, უკვე მეორე დღეა, კარანტინია გამოცხადებული. პედიატრიულ და სამშობიარო განყოფილებებში მნახველთა შესვლა შეზღუდულია.

საგანგებო რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურები. 033-ში გამოძახებების რაოდენობამ იმატა. დღის განმავლობაში მათ ათას ხუთასამდე გამოძახება აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს პოლიკლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები არიან დაბარებული, ისინი ბოლო დროს გახშირებული ვირუსული ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში „ღორის გრიპით“ 5 ადამიანი გარდაიცვალა.