აქტუალური
აფგან მუხთარლის საქმეს განვიხილავთ, როგორც სერიოზულ ინციდენტს - იან კელი

   საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოში ამერიკის ელჩი. იან კელი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით მას საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდა კომუნიკაცია.

ჩვენ განვიხილავთ აფგან მუხთარლის საქმეს, როგორ სერიოზულ ინციდენტს. საქართველოს მთავრობასთან კონტაქტი გვაქვს და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე ძალიან სერიოზულად აფასებს ამ საქმეს. ჩვენ ვენდობით ამ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, როდესაც ის ამბობს, რომ საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ ბატონ მუხთარლის ნორმალურად ეპყრობიან და ამ საქმეში სამართლიანობა გაიმარჯვებს. გამოძიების დასრულებამდე დამატებითი კომენტარებისგან თავს შევიკავებთ”, - განაცხადა იან კელიმ.