პრეზიდენტის პრეს–სპიკერის – მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ხვალ, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ პირდაპირ ეთერში ტელეხიდს – „პრეზიდენტი გისმენთ“ გამართავს და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.
მკითხველისთვის, ალბათ, უკვე კარგადაა ცნობილი, რა მიდგომა და პოლიტიკა აქვს პრეზიდენტს და მის ხელისუფლებას დევნილების მიმართ. გარდა იმისა, რომ მათთვის უცხო ქვეყნების მხრიდან გამოყოფილი სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარება დღემდე სასაზღვრო პუნქტებიდან პირდაპირ სხვადასხვა საწყობებში მიდის და შემდეგ მინიმალურ ფასად იყიდება, ხელისუფლება მათ დროებითი საცხოვრებლებიდან ყრის და ყბადაღებულ „ალტერნატიულ ფართებს“ ისეთ სოფლებში სთავაზობს, სადაც მინიმალური საცხოვრებელი და საადაპტაციო პირობები თითქმის არ არის.
პრეზიდენტის წლევანდელი გამოსვლაც სწორედ მისი ხელისუფლების მხრიდან დევნილების ცემა–ტყეპისა და ქუჩაში გამოყრის ფონზე გაიმართება, ამიტომ ერთი მოკრძალებული კითხვა მიხეილ სააკაშვილთან საქინფორმსაც აქვს: „ბატონო პრეზიდენტო! ისევ დევნილი და შვილმკვდარი მამა ხართ?“.