აქტუალური
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის გამოხსნის გეგმის არარსებობის გამო ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს

   საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი  ირაკლი ოქრუაშვილი მმართველ გუნდს სოსო ოსორაულის გამოსასყიდის მობილიზებას ჩინოვნიკების პრემიების ხარჯზე სთავაზობს.

ემზარ კვიციანი ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიებს არ იზიარებს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდებებს თვითონ უყენებს.

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს არ იზიარებს მათი კიდევ ერთი ადრესატი კობა კობალაძე. გენერალი კობალაძე აცხადებს, რომ მისი სადეპუტატო შემოსავალი მცირეა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სახიფათო თამაშში შევიდა, როდესაც შეირაღებული ძალებიდან წასული ჯარისკაცების ბედი აღარ ადარდებს და მათ სიკვდილისთვის იმეტებს.

4 შვილი, მეუღლე, დედა და ძმა იანვარში გატაცებული მფრინავის დაბრუნებას დღემდე ელოდებიან. ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ მთავრობის მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ სოსო ოსორაული დაიღუპა.

კონგოში დატყვევებული იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებმა უკვე შექმნეს სპეციალური ანგარიში, სადაც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.