პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთში ვიზიტი შეაფასა

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი."ამ მოლაპარაკებებს ვაფასებ, როგორც უაღრესად წარმატებულს და კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა „ექსპო-2017“-ს შთამბეჭდავი უწოდა.

მინდა, მადლობა ვუთხრა როგორც ჩვენს ყაზახ პარტნიორებს, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა, ფართოდ გაგვეშალა ჩვენი შესაძლებლობები ექსპოს ფარგლებში, ასევე ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პავილიონის მოწყობაში.

ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს არაჩვეულებრივ მუსიკოსებს და მომღერლებს, რომლებმაც ქართული კულტურის ნათლად წარმოჩენით კიდევ უფრო დიდი ქართული დღესასწაული შექმნეს დღეს ასტანაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.