საზოგადოება
რიმა ბერაძე N104 საჯარო სკოლის 80 წლის იუბილეს დაესწრო

   საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე N104 საჯარო სკოლის 80 წლის იუბილეს დაესწრო.

სომხურენოვანი სკოლა, რომელმაც პირველი კურსდამთავრებულები 1938-1939 სასწავლო წელს გამოუშვა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სომხური ტაძრის ადგილზე მდებარეობს. რიმა ბერაძემ პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის იუბილე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ილაპარაკა.

ჩვენს ქვეყანას ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უკვე საუკუნეებია, რაც საქართველოში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაარსებობენ და ისინი ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად და ჩვენს მეგობრებად მიგვაჩნია. სწორედ თქვენი სკოლაა ქართულ-სომხური მეგობრობისა და საუკუნოვანი ურთიერთობის კიდევ ერთი სიმბოლო.

ვფიქრობთ, თქვენი ჩართულობა  თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში და დედაქალაქის მმართველობაში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით საკრებულოშიეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოშეიქმნა, რომელიც ამ ეტაპზე 15 დიდი დიასპორის თავმჯდომარეს აერთიანებს.

მთელ პედაგოგიურ კოლექტივს კიდევ ერთხელ გილოცავთ  ამ ისტორიულ თარიღს და გისურვებთ, მუდამ გეამაყოთ თქვენი წარჩინებული მოსწავლეებით“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.