აქტუალური
ნიუ იორკში ემიგრანტებმა კონგოში დატყვევებული მფრინავის მხარდამჭერი აქცია გამართეს

   საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. კონგოში დატყვევებული მფრინავის სოსო ოსრაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ნიუ იორკში. ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბნენ. 

მათ საქართველოს ხელისუფლებას აქტიური მოქმედებებისა და ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდეს, რათა დატყვევებული სოსო ოსურაული რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

მოთხოვნათა შორის არის ხელისუფლებისა და ოსურაულის ოჯახის წევრებისგან ე.წ. ნდობის ჯგუფის შექმნა, რომელიც ვითარების ადგილზე შესასწავლად კონგოში გაემგზავრება. სოსო ოსურაულის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ასევე ლონდონსა და ათენში.