სამართალი
შსს-ს მაშველებმა მლეთაში 20-მდე მოქალაქეს დახმარება გაუწიეს

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამაშველო ოპერაციების შედეგად დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 20-მდე მოქალაქეს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.

ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ.

დაშავებულებს მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და ზოგიერთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებამდე მიიყვანეს. დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.