აქტუალური
პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებით – ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

კობახიძის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი, შესაძლოა, არ დაესწროს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა წარმოადგინოს.

"ეს დადასტურდა მათ შორის გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე. თქვენ გახსოვთ, რომ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გვესმოდა აბსოლუტურად დრამატული შეფასებები. საუბარი იყო იმაზე, რომ, თითქოს, თავდაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფერხებს საქართველოს სვლას ნატოსკენ, თითქოს ეს გამოიწვევს მორღვევას ინსტიტუციური სისტემის. აღმოჩნდა, რომ არსებული პროექტი გამოიწვევს არა ამას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას იმ რეგულაციების, რომელიც არის დაკავშირებული თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.