პუბლიკაციები
ნიუ იორკის პროკურატურამ კანონიერი ქურდი შულაიას დანაშაულებრივ დაჯგუფებას ბრალი წაუყენა – დაკავებულია 15 ქართველი, მათ შორის ცნობილი სპორტსმენები

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ნიუ-იორკში 33 ადამიანს, მათ შორის ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს - ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს.

ამ დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა.

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილ ბრალდებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.

რაჟდენ შულაიას მიერ ორგანიზებული კრიმინალური ქსელის საქმიანობა რეკეტს, ელექტრონულ ფინანსურ მაქინაციებს, სატვირთო გადაზიდვებზე გატაცებას, ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვის, დოკუმენტებისა და ანგარიშ-ფაქტურების გაყალბების მცდელობას, ასევე სხვა დანაშაულს გულისხმობდა.

დაკავებულებიდან 18 ადამიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.

მოკრივე ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მისი ნიუ-იორკში დაკავების ფაქტს უარყოფენ.

მათი განცხადებით, ისინი ავთანდილ ხურციძეს ესაუბრნენ და სპორტსმენმა ახლობლებს განუცხადა, რომ აჟამად ისვენებს და მალე 8 ივლისისი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.

ჩემი შვილიშვილის ქმარი ესაუბრა ახლა, კარგად ვარო, მშვიდობით ჩავედიო და ვისვენებ ახლაო და მერე სავარჯიშოდ წავა ალბათ საღამოს,“ - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილ ბრალდებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს შორის ცნობილ ქართველ სპორტსმენებს ასახელებენ. ესენი არიან მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, ლევან მაყაშვილი.

კრივის ფედერაციაში ამ ფაქტს ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

ერთადერთი შემიძლია, ვთქვა, რომ წასულია და ემზადება ბრძოლისთვის. ეს ფაქტი რომ დავადასტურო ან უარვყო, არ შემიძლია. ხურციძე ბოლო 2-3 წელიწადია, რაც წასულია ამერიკაში. გადავურეკეთ საერთო მეგობრებთან, ოჯახის წევრებთანაც და არავინ არაფერი ჯერჯერობით არ იცის,“ - განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წილაურმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ში დაკავებული ქართველების თაობაზე ინფორმაციას არკვევს. როგორც უწყების მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, განაცხადა, გენერალურ კონსულს ამის თაობაზე ჯერ დეტალური ინფორმაცია არა აქვს.

ჩვენს გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და ჩვენ ვარკვევთ დეტალებს, როგორც კი გვეცოდინება დამატებითი დეტალები, გენერალური საკონსულო, მოგეხსენებათ, დროში სხვაობის გამო, ახლა ღამეა და როგორც კი გათენდება, მერე გენერალური საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ პროცესში და დამატებითი დეტალების მიღებისთანავე გაცნობებთ,“ -  განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ავთანდილ ხურციძე, ნიუ-იორკში მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სპორტსმენი წერს, რომ ის აშშ-ში ის 8 ივლისის ბრძოლისთვის მოსამზადებლად ჩავიდა, როდესაც ადგილზე გაუგებრობა მოხდა.

ავთანდილ ხურციძე საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს:

მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება განვაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის.

მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას!“