უცხოეთი
პესკოვმა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის ლიდერისა და აშშ–ის მეთაურის დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალებზე გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

პესკოვის თქმით, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შესაძლოა ჰამბურგში გაიმართოს „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტზე, თუმცა, ამავე დროს, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.