აქტუალური
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი.

1 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე უკვე მეცხრედ იქნა მიღებული საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან “იძულებით გადანაცვლებულ პირთა და ლტოლვილთა” მდგომარეობის შესახებ.

სამწუხაროდ, დოკუმენტის შინაარსი ისევ არ არის მიბმული იმ ადამიანთა რეალურ პრობლემებზე, რომლებიც მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ საქართველოს რამდენიმე სამხედრო აგრესიის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების შედეგად დაზარალდნენ.

სახეზეა მორიგი განზრახული მიჩუმათება მიზეზებისა, რომელთა შედეგად წარმოიშვა ურთულესი ჰუმანიტარული პრობლემა, 100 ათასზე მეტი ეთნიკური ოსის, საქართველოს მცხოვრებთა ინტერესების სრული იგნორირება, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი სახლები გასული საუკუნის 80-იან წლებში ხელისუფლებაში ძალადობის გზით მოსული ნაციონალ-ფაშისტების მხრიდან განადგურების შიშით.

აბსოლუტურად არამართლზომიერად მიგვაჩნია რეგიონული პრობლემების განხილვა მათ მოგვარებაში რეალურად დაინტერესებული სახელმწიფოების ზურგს უკან.

საერთაშორისო არენაზე დევნილთა პრობლემების დაუშვებელმა პოლიტიზაციამ უკვე გამოიწვია ამ საკითხის განხილვის დაბლოკვა ჟენევის დისკუსიების ფორმატში. შემდგომი ნაბიჯები ამავე მიმართულებით მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას და საგრძნობლად შორს გადასწევს ოსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებისა და რეგიონში მყარი უსაფრთხოებისა და მშვიდობის სისტემის შექმნის პერსპექტივას.