აქტუალური
"მე აღარ მჯერა სამართლიანი გამოძიების" - ლეილა მუსტაფაევა

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრები და ადვოკატი აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების კვლავ პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვენ.

მუხთარლის ოჯახის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, უწყება არ იძიებს ქართველი სამართალდამცველების ჩართულობას.

დღემდე საქმეს არ იძიებს მთავარი პროკურატურა, ეს არის სამართლებრივად იმის ნიშანი, რომ არც კი ხდება იმის გამოძიება, აქ მონაწილეობდნენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლეც.

„აფგან მუხთარლის მტკიცებით, ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რასაც ხელისუფლება უარყოფს. ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი პროკურატურისგან. ჩემს ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. დროა, საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა გაიგონ, როგორ მიმდინარეობს საქმის შესწავლა, ეს პროცესი გამჭირვალე უნდა იყოს. მე აღარ მჯერა სამართლიანი გამოძიების. ასეთ შემთხვევაში სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ“, - აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.