აქტუალური
აფგან მუხთარლის საქმეზე მედიის წარმომადგენლები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. 5 მედიასაშუალების წარმომადგენლები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩს იან კელის შეხვდნენ. შეხვედრა დახურული იყო და აშშ-ის საელჩოს შენობაში გაიმართა.

„ჩვენი ერთი კვირაა, ხელისუფლებასთან შეხვედრას ვითხოვთ. ვითხოვთ პასუხებს კითხვებზე, როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან ბაქოს ციხეში, ასევე, რატომ არ ამოიღეს ამ დრომდე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ან გაფანტავდა, ან დაადასტურებდა ჩვენს ეჭვებს. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ“, - განაცხადა სააგენტო On.ge-ს ხელმძღვანელმა თამაზ კუპრეიშვილმა.