საზოგადოება
სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძიბახევიდან იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. თანასოფლელებს უჭირთ თქმა, თუ როდის გადაკვეთა ბორჩაშვილმა სირიის საზღვარი.

მომხდარი დაადასტურეს როგორც ახმეტის გამგეობაში, ისე სოფლის ტერიტორიულ ორგანოში.

თურფალ ბორჩაშვილი საქართველოს მე-14 მოქალაქეა, რომელიც ე.წ ისლამური სახელმწიფოს მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.