უცხოეთი
პუტინმა აშშ–ს ურჩია, რუსეთისთვის ჭკუის სწავლებას თავი დაანებოს

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციის აქციებს გაცილებით უფრო რბილად ეკიდება, ვიდრე სხვა ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან დაკავშირებით ამერიკული ტელეარხის NBC–ის წამყვან მეგინ კელისთან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აშშ–ის წარმომადგენლებს ურჩია, ნაკლებად შეიწუხონ თავი მორალის კითხვით.

ჩვენში ხალხს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი თვალსაზრისი. ხოლო თუ ამ დროს მოქმედ კანონმდებლობას არღვევენ, მაშინ რასაკვირველია სამართალდამცავი ორგანოები წესრიგის დამყარებას ცდილობენ“, – აღნიშნა მან.

ჩვენს პოლიციას ჯერჯერობით არ გამოუყენებია არც ხელკეტები, არც ცრემლსადენი გაზი, არც სხვა უკიდურესი ზომები, რასაც ხშირად ვხედავთ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, აშშ–შიც“, – აღნიშნა პუტინმა.