პოლიტიკა
პრეზიდენტის ჩართულობით განხორციელდა დესტრუქციული ქმედებები საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ, რაც ძალიან შემაშფოთებელია! - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ილაპარაკა.

„დესტრუქცია არის ის, რაც შედიოდა კონკრეტული სუბიექტების გეგმებში. გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. ეს დაიგეგმა და განხორციელდა, სამწუხაროდ, პრეზიდენტის უშუალო  ჩართულობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების უშუალო ჩართულობით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც  პრეზიდენტს ამ სისტემაში აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა შედგა, ეს გეგმა, სამწუხაროდ, განხორციელდა,  არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს ჯერ კიდევ აზრი კომპრომისს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.