აქტუალური
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო განამტკიცებს მჭიდრო პარტნიორობას.

ორიოდე კვირის წინ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ლიბერალური ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან ამ რეგიონში. მინდა იცოდეთ, რომ საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესების მზარდ დინამიკას.