პოლიტიკა
პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით "ევროპულმა საქართველომ" 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. “ევროპულმა  საქართველომ” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს ხელმოწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი, კერძოდ კი, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. 

“ევროპული საქართველოს” ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, ხელმოწერების წარდგენა მოხდება.

„ჩვენ შევაგროვეთ 100 ათასი  ხელმოწერა და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს 100 ათასი ხელმოწერა ასახავს ჩვენი მოსახლეობის, ქართველი ხალხის აზრს და არა ის იმიტირებული პროცესი, რომელსაც დღეს მართავს “ქართული ოცნება” დარბაზებში საკუთარი აქტივისტების, გამგეობის თანამშრომლების და ნათესავების მონაწილეობით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.