უცხოეთი
საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. 29 მაისს მოსკოვში ძლიერი ქარიშხალი იყო, სტიქიამ 11 ადამიანი იმსხვერპლა. ქარმა წააქცია ხეები, ეკლესიებს ჯვრები მოგლიჯა, საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, გადააყირავა ამწეები, სარეკლამო ბილბორდები.
“ლენტა.რუ“-ს ინფორმაციით, დაზიანებულია ათობით ავტომანქანა. თვითმხილველები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ შტორმის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს, რომელიც რუსეთის დედაქალაქს მზიანი ამინდის შემდეგ მოულოდნელად დაატყდა თავს.