უცხოეთი
აზერბაიჯანი რუსეთის ჩრდილოეთისკენ „მიიწევს“

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანი და რუსეთის შორეული ჩრდილოური არხანგელსკი ერთმანეთს „დაუახლოვდება“. ამ ქალაქში, რესპუბლიკის იმიშლინსკის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ვილიამ გაჯიევის თქმით, დაგეგმილია ამიერკავკასიური სახელმწიფოს სავაჭრო სახლის გახსნა.

ქალაქში, სავაჭრო სახლთან ერთად, გაიხსნება მეგობრობის ცენტრიც.

ჩინოვიკის თქმით, აზერბაიჯანელი დელეგატები არხანგელსკის ოლქში სწორედ იმისთვის ჩავიდნენ, რომ ადგილზე გაეცნონ თანაშრომლობის პოტენციალს.