სამართალი
ლალი მოროშკინა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სააკაშვილი ახლა ფსიქიკურად აშლილია, მას სუიციდისკენ აქვს მიდრეკილება. ერთი სიტყვით, მიშა დამთავრებულია", - ამის შესახებ ლალი მოროშკინამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს აკვიატებული აქვს ფიქრი იმის შესახებ, რომ შეიძლება, ქართულ ციხეში მოხვდეს და ეს ფიქრი ტანჯავს.

„ოდესღაც ჩემს მეგობარ მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი ფსიქიკური პრობლემები აქვს! სააკაშვილს ყოველთვის აწუხებდა დახურული სივრცის შიში. ახლა ეს გრძნობა მას ტანჯავს, რადგან, როგორც მითხრეს, აკვიატებული აქვს ფიქრი იმის შესახებ, რომ ქართულ ციხეში მოხვდება. სააკაშვილი ყოველთვის ახერხებდა სიტუაციიდან გამოძრომას, მაგრამ ახლა აბსოლუტურად განიარაღებული და ხელებჩამოყრილია. ციხე სააკაშვილისთვის არის ცხოვრების დასასრული და ის არ არის ზვიადივით და მერაბივით მებრძოლი. როგორც ვიცით, სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებისადმი ერთადერთი თხოვნა აქვს - ქართულ ციხეში არ მოხვდეს! სააკაშვილი ახლა ფსიქიკურად აშლილია, მას სუიციდისკენ აქვს მიდრეკილება. ერთი სიტყვით, მიშა დამთავრებულია", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.