აქტუალური
ღვინის ასოციაცია ერთიანი ბრენდის შექმნის ინიციატივით გამოდის

ghvinoქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ღვინის ასოციაცია ერთიანი ბრენდის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ახალ სტრატეგიას, რომელიც 3-წლიანი იქნება, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად ამუშავებენ. სისტემის მიხედვით, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე ერთიანი ქართული ბრენდის სახელით, ერთი ლოგოთი და სლოგანით გამოვა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამგვარი სტრატეგია ქართულ ღვინოსა და მის მწარმოებლებს საერთაშორისო ბაზრებზე შესვლასა და ფალსიფიცირების თავიდან აცილებაში შეუწყობს ხელს.