აქტუალური
საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ, საპარლამენტო დემოკრატიად - ირაკლი კობახიძე

  საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 29 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო. ჩვენ, ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე. საქართველოს პარლამენტში დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიზანი სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული, დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა. საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ, საპარლამენტო დემოკრატიად, ამგვარი საქართველო იქნება სასურველი და მტკიცე პარტნიორი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.