აქტუალური
გიგა ბოკერია: ელენე ხოშტარია არის ევროპული საქართველოს აშენების სიმბოლო

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერია განაცხადა.

საპარლამენტო არჩევნებში ელენე ხოშტარია ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა მან გამარჯვება ვერ მოახერხა. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის თბილისის მერობის კანდიდატად წარგედგინათ? დარწმუნებული ხართ, რომ თბილისის მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს?

- საპარლამენტო არჩევნებში დარღვევების, ზეწოლის, მოსყიდვის და ეფექტური კამპანიის შიშზე ააწყო ივანიშვილმა თავისი კამპანია, მაშინაც კი ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ბევრად მეტი ხმა აიღო. იმ პირობებშიც კი... ის არჩევნებიც იმის ნიშანია, როგორი ძლიერი კანდიდატი იყო ელენე ხოშტარია. ახლა ამ პოლიტიკურ ძალაზე, "ევროპულ საქართველოზე", ელენე ხოშტარიაზე შიშის კამპანიას ვერ ააგებენ, ეს არის ჩვენი მთავარი ძალა.

“ევროპული საქართველო" არის ძალა, რომლისაც ხალხს კი არ ეშინია, არამედ იმედი ექნება, რომელიც სხვანაირ საქართველოს, ნამდვილ, ევროპულ საქართველოს ააშენებს და ეს ადამიანი არის ამის სიმბოლო, რომელიც ამას განახორციელებს.