რელიგია
საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. 25 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უმასპინძლა თავისი ნათლულებისგან ჩამოყალიბებულ გუნდს, რომელიც ერთი თვის წინ რამინ და მაია მიქაბერიძეების, არასამთავრობო ორგანიზაცია „გენი ქართულის“ და ბატონ გურამ შენგელიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსდა. ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ საკუთარი შემოქმედება პირველად ნათლიას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს გააცნეს.
კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა პატარები და მათი ოჯახები.
ახლად ჩამოყალიბებულ გუნდს „ნათლულები“ ჰქვია და მასში უკვე ასზე მეტი მოზარდია გაწევრიანებული. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.