სამართალი
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყდება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საკითხი გადაწყდება მუსლიმი მრევლის, რეგიონისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

„საკითხთან დაკავშირებით ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. უახლოეს პერიოდში საკითხი გადაწყდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მუსლიმი მრევლის, რეგიონისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, ჩვენ ხალხთან და საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პატარაძემ.