ენგურს გაღმა მდებარე სოფელი ხურჩა ზუგდიდის რაიონს ეკუთვნის. სოფლის მცხოვრებთ ზუგდიდში ჩასვლა (18კმ.) 4 ლარზე მეტი უჯდებათ, რადგან არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უვარგისი გზის გამო. უგზოობისა და უტრანსპორტობის გამო, ხურჩელი ბავშვები სოფელ ნაბაკევის სკოლაში დადიან.
რადგან ხურჩაში საშუალო სკოლა არ არსებობს, სოფელ კოკის სკოლამდე კი 4 კილომეტრია.
ჯერჯერობით ბავშვები ახერხებენ ხურჩიდან ნაბაკევში გადასვლას, მაგრამ რუსებისა და აფხაზების მხრიდან ყოველ წუთს მოსალოდნელია, რომ ხურჩელ მოსწავლეებს ე.წ. საზღვარზე გადასვლა აუკრძალოს.