უცხოეთი
ტრამპმა მხარი დაუჭირა იდეას, ყირიმისა და დონბასის გამო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარწმუნა თავისი იტალიელი კოლეგა, ასევე, იტალიის პრემიერ–მინისტრი, რომ მხარს უჭერს იდეას, დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი მის მიერ ყირიმის მიერთებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზე განთავსებულ ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.

პრეზიდენტმა ტრამპმა კვლავ დაადასტურა ატლანტიკის ორივე მხარეს მდებარე ქვეყნების ერთიანი პოზიცია რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ ყირიმსა და ღამოსავლეთ უკრაინაში მისი მოქმედებების გამო, ასევე ხაზი გაუსვა მოსკოვის დარწმუნების აუცილებლობის მნიშვნელობას, შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ტრამპისა და პრეზიდენტ სერჯიო მატარელას, ასევე პრემიერ–მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრის შედეგების შეჯამებას წარმოადგენს.