საზოგადოება
მადლობა საქინფორმს!

baia-zugdidiზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის – როლანდ მაქაცარიას განმარტებით, საქინფორმის მიერ გავრცელებული კრიტიკული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ბაიაში" შექმნილ მძიმე მდგომარეობას ეხებოდა, გუნდში სასიკეთო ძვრები დაიწყო. პირველად ექვსი თვის განმავლობაში ფეხბურთელებს დაურიგდათ იანვრის პირველი ნახევრის ხელფასები და გუნდის ხელმძღვანელობამ დადო პირობა, რომ ამ მხრივ პრობლემები არ იქნება. გუნდს დაუბრუნდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი: სომხიშვილი, აქუბარდია, კვესეიშვილი, წურწუმია, ამდენად, შესაძლებელი გახდება გუნდის დაკომპლექტება.

ამჟამად "ბაია" ინტენსიურად ემზადება მომავალი საფეხბურთო სეზონისთვის. ორი ამხანაგური მატჩიც გამართა: ფოთთან ფრედ დაასრულა შეხვედრა, ხოლო სამტრედიას 5:0 მოუგო.