უცხოეთი
რეჟისორი ალექსანდრე ბურდონსკი გარდაიცვალა

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. იოსებ სტალინის შვილიშვილი, თეატრის რეჟისორი ალექსანდრე ბურდონსკი 76 წლისა გარდაიცვალა. სააგენტო РИА-ს ცნობით, რეჟისორი ბოლო პერიოდში მძიმედ იყო ავად.

ალექსანდრე ბურდონსკი რუსეთის არმიის აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი და რუსეთის სახალხო არტისტი იყო. ის იოსებ სტალინის ვაჟის ვასილ სტალინის უფროსი შვილი იყო.