საზოგადოება
დღეიდან, 22 იანვრიდან, საქართველოში იდარებს და ნალექები მოსალოდნელი არ არის.
ამჟამად თოვლის საფარი ყველაზე დიდია სურამის უღელტეხილზე – 56 სმ, ჯვრის უღელტეხილზე – 30 სმ, ბაკურიანში – 17 სმ, გუდაურში კი – 5 სმ.
24 იანვრამდე მოსალოდნელია გამოდარება და ყინვის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიწევს –7 გრადუსამდე, მაღალმთიან რეგიონებში კი –18 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმნიშვნელო ყინვა –2 გრადუსამდე.