აქტუალური
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან ფიქრი იშიქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფება ურყევია და ამ მხრივ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება კვლავ გრძელდება.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლებასა და ერთობლივ სწავლებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში, კერძოდ, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოსა და თურქეთის კონტრიბუციასაც.