რელიგია
930 წლის შემდეგ პირველად, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარიდან მოსკოვში გადააბრძანეს

   930 წლის შემდეგ პირველად, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარიდან მოსკოვში გადააბრძანეს. წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეულის რუსეთის დედაქალაქში ტრანსპორტირება სპეცრეისით განხორციელდა.

თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, სადაც წმინდანის სხეულს საპატიო ყარაული და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლემთავრები და სამღვდელოება გალობით დახვდა.

წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეული, რომელიც ოქროს ლუსკუმაშია მოთავსებული, აეროპორტში დააბრძანეს და პარაკლისი გადაიხადეს, წაიკითხეს წმინდანის „დაუჯდომელი“. ამის შემდეგ მრევლს მასთან მიახლების და თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცა.

წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში 12 ივლისამდე დარჩება, 13 ივლისიდან 28 ივლისამდე კი მორწმუნეებს წმინდანის უხრწნელი სხეულის მოლოცვა სანკტ პეტერბურგში შეეძლებათ.

მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა. ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი.

palitranews.ge