აქტუალური
პოროშენკო უკრაინელი ხალხის შეძახილების ქვეშ - “ცრუპენტელა!” და “სირცხვილი!” გაიქცა (ვიდეო)

   საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეროვნული ისტორიულ-მემორიალური ნაკრძალის “ბიკოვნიას საფლავების” ტერიტორიას სტვენის ქვეშ ტოვებს,  ხალხი კი მისძახის: “სირცხვილი!”.

უკრაინის ლიდერი კიევთან მდებარე ბიკოვნიაში მემორიალურ კომპლექსთან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით მივიდა, რომელიც ქვეყანაში ყოველწლიურად 21 მაისს აღინიშნება, იუწყებაГромадське радио”. ის სიტყვითაც გამოვიდა, რა დროსაც განაცხადა, რომ თითოეული უჯრედით გრძნობს ნაცისტური და სტალინური რეჟიმების კაციჭამიურ მსგავსებას.

მაგრამ როდესაც პოროშენკომ წასვლა დააპირა, მას რამდენიმე ათეული ადამიანი გარს შემოერტყა და შეკითხვების დასმა დაუწყეს. მოქალაქეებმა ჰკითხეს უკრაინის ლიდერს, რატომ არის “ევროპის ყველაზე ღარიბ სახელმწიფოში ასეთი მდიდარი პრეზიდენტი”. მათ, აგრეთვე, მოსთხოვეს, “ალაგმოს მოსამართლეები, რათა აღარ იქურდონ”. პოროშენკომ ამ შეკითხვებს არ უპასუხა და ნაკრძალი მეუღლესთან ერთად დატოვა.

ამ დროს მას კვალდაკვალ მისძახოდნენ “სირცხვილი!”, “ცრუპენტელა!” და “გადადექი!”.