სამართალი
ოთარ ფარცხალაძემ შესაძლოა ლაშა თორდიას უჩივლოს

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. როდის მოხდება ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა - ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის ინფორმაციით, ამ საკითხზე მას სამართალდამცველები ჯერ-ჯერობით არ შეხმიანებიან. გაგი მოსიაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

ფარცხალაძე ასევე არ არის წინააღმდეგი გაიაროს ნარკო ტესტიც. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს თავად მიმართონ და ლაშა თორდიას ღირსებისა და ცილისწამებისთვის უჩივლონ.

"5 თუ 10 პირის მხრიდან თავდასხმას ბატონ ლაშა თორდიაზე ნამდვილად ადგილი არ ქონია, გამოიკვეთა, რომ ეს გაურკვევლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ წამიერი. მას შემდეგ, როდესაც გარკვეული სახის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო ორგანო, მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, დაცვის მხარე არ გამორიცხავს, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ჩვენი მხრიდან, შესაძლებელია, ვუჩივლოთ,“ - აცხადებს გაგი მოსიაშვილი. 

ადვოკატის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაც.