აქტუალური
ქუმსიშვილი: „ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს სატრანზიტო პოტენციალი“

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს დიდ ინტერესს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. მაგალითად მან მოიყვანა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები.

“აბრეშუმის გზა არ არის მხოლოდ ვაჭრობა. ეს არის უფრო მეტი. ეს არის კულტურული გაცვლა, ხალხთა შორის ურთიერთობა, გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. როგორც გაცხადებული იყო, ეს არის „მოგება მოგებისთვის“ პროექტი, როდესაც ყველამ უნდა ისარგებლოს ამ პროექტით და სარგებელი მიიღოს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.