უცხოეთი
საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს ხელისუფლება ოფიციალურად გადასცა და ელისეის სასახლე დატოვა.
მაკრონის ინაუგურაცია და ხელისუფლების გადაბარების პროცესი პარიზში გუშინ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა და ფრანსუა ოლანდს შეხვდა.