პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს

    საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ კვლევაში ნათქვამია, რომ კითხვაზე, ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, პასუხს - პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა (მაგალითად, საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა) გამოკითხულთა მხოლოდ 9% დაეთანხმა. 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს, არცერთს არ ეთანხმება 2%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 4%-ს.

 NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 3% აფასებს პრემიერის საქმიანობას ძალიან კარგად, 22% - კარგად, 53% - საშუალოდ, 11% - ცუდად, ასევე 3 პროცენტი - ძალიან ცუდად.

პრეზიდენტის საქმიანობას 3% ძალიან კარგად აფასებს, 24% - კარგად, 50% - საშუალოდ, 12% - ცუდად,  3% - ძალიან ცუდად.

გამოკითხულთა 1% პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 14% - კარგად, 42% - საშუალოდ, 17% - ცუდად, ხოლო 4% - ძალიან ცუდად.

თბილისის მერის საქმიანობასაც ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, 33% - კარგად,  37% - საშუალოდ, 15% - ცუდად, ხოლო 5% - ძალიან ცუდად.

კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,493 რესპონდენტი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.