აქტუალური
პარლამენტი მთავრობას სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღების რეკომენდაციით მიმართავს

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაიზიარა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის რეკომენდაცია სკოლის მოსწავლეებისთვის რეპროდუქციული, სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების ძირითადი საკითხების სწავლების შესახებ და საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რათა მათ სათანადო ინფორმაცია ჰქონდეთ ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებისა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

"სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის სწავლება არ არის ფორმალური საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და არაფორმალური განათლების აქტივობები ზოგადი განათლების საფეხურზე ნაკლებად ხორციელდება", - წერია განცხადებაში.