პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი – პარლამენტის თავმჯდომარეს: „იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, რომ დიპლომი მომეცი ბარემ!

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, რომ დიპლომი მომეცი ბარემ - ასე მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს (ვიდეო იხ აქ).

როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, 12 მაისს თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა გაიმართა.  პრეზიდენტი დისკუსიას არ დასწრებია, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 2017 წლის 15 მაისს, თბილისში გაიმართება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვის დასკვნითი ეტაპი. ამჯერად საკუთარ აზრს გამოთქვამენ დედაქალაქის მცხოვრებლები, განხილვა დაიწყება 12 საათზე თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში.