უცხოეთი
პუტინმა იუბილე მიულოცა თავის ექს–უფროსს დრეზდენში

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფაშიზმთან გამარჯვების დღესასწაულის წინა დღეს მოსკოვში მცხოვრებ ყოფილ უფროსს მეგობრებთან ერთად ეახლა და 90 წლის იუბილე მიულოცა. საჩუქრად კი – მაჯის საათი და 1927 წლის 8 მაისს – იუბილარის დაბადების დღეს გამოცემული გაზეთი „პრავდა“ მიუტანა.

ლაზარი მატვეევმა, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სისტემაში „კაგებეს“ განყოფილების უფროსი იყო, 80-წლების მეორე ნახევარში დრეზდენში, მისი ხელმძღვანელობით მომუშავე იმავე უწყების საიდუმლო თანამშრომელი და ამაჟამად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვის ჟულებინოს რაიონში, თავის საკმაოდ მოკრძალებულ ბინაში მიიღო და მოკრძალებული სუფრა გაუშალა.

პუტინთან ერთად, ლაზარი მატვეევის სახლში მისალოცად მისულები იყვნენ კორპორაცია „როსტეხის“ პრეზიდენტი სერგეი ჩემეზოვი და „ტრანსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი ტოკარევი, რომლებიც გერმანიაში პუტინთან ერთად მსახურობდნენ.