აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ვასილი ჟარკოს შეხვდა

   საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ხაზი გაესვა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე - უსასყიდლოდ გადასცეს ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი „სოვალდი". ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.