აქტუალური
თავდაცვის უწყებამ ნატოს დელეგაციას უმასპინძლა

   საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. გუშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს. დელეგაციას ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი გუსტავ ვრომენი ხელმძღვანელობდა.

საქართველოში მოვლენილ ნატოს ძირითად ჯგუფთან (NATO Core Team) ერთად მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თხუთმეტ ინიციატივაზე ისაუბრეს. 2017 წელს 28-30 მარტს საქართველოში ჩატარებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრის შედეგებთან ერთად, მათ იმ ინიციატივების მონახაზი განიხილეს, რომლებიც არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმაში აისახება.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო.